ევროპაში ნატოს ჯარების სარდლის, ამერიკელ გენერალ კერტის სკაპაროტის განცხადებით, რუსეთის კვლავაც რჩება „უმთავრეს საფრთხედ“ ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის.
ეს შეფასება მან გამოთქვა 13 მარტს ვაშინგტონში, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამართული მოსმენის დროს.
როგორც გენერალმა აღნიშნა, კრემლი ცდილობს ძირი გამოუთხაროს ბალკანეთის ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მიმართული ნებისმიერ ნაბიჯს, რისთვისაც იყენებს დეზინფორმაციას და მხარს უჭერს უქსტრემისტულ ჯგუფებს.
გენერალ სკაპაროტის განმარტებით, აშშ მართალია, ინარჩუნებს გლობალურ სამხედრო უპირატესობას, მაგრამ შეშფოთებას იწვევს რუსეთის სამხედრო მოდერნიზაციის გეგმა, რადგან რუსეთის შესაძლებლობების მატებამ შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ამ უპირატესობას, აშშ-ის უნარს, დომინირებდეს ყველა სამხედრო სფეროში და აკავებდეს რუსეთის აგრესიას.