რუსეთის ფედერაციის საბჭომ ოთხშაბათის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება გენერალური პროკურორის, იური ჩაიკას ახალი მოადგილის დანიშვნის შესახებ. ამ თანადმებობას დაიკავებს თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს უფროსი ქალიშვილის მეუღლე, მოსკოვის ოლქის მთავარი პროკურორი ალექსეი ზახაროვი.
ზახაროვის კანდიდატურა პარლამენტის ზედა პალატას წარუდგინა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. გაზეთ „კომერსანტის“ ინფორმაციით, ზახაროვს დაექვემდებარება ჩრდილო-დასავლეთის ფედერალური ოლქი.
2018 წლის ოქტომბერში ვერტმფრენის ავარიის შედეგად დაიღუპა გენპროკურორის მოადგილე სააკ კარაპეტიანი. რამდენიმე თვეში კი გადადგა ჩაიკას ორი მოადგილე. ამის შემდეგ უწყებაში ვაკანტური იყო სამი მოადგილის თანამდებობები.