„გულდასმით წაიკითხეთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - მასში არ არის გაკეთებული შეფასებები ჩვენს მიმართ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიის კომენტირებისას.
ზალკალიანის განცხადებით, საქართველო ყოველთვის ითვალისწინებს ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციებს, თუმცა ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ ამ ანგარიშში წარმოდგენილია „სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების შეფასებების კომპილაცია“.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანების უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს 47 გვერდი ეთმობა და მასში საუბარია სანიმუშოდ ცუდ არჩევნებზე, მედიაზე წეოლაზე, სასამართლოს სისტემაში არსებულ პრობლემებსა თუ ხელისუფლებაში არსებულ კორუფციაზე.