Accessibility links

site logo site logo

ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა ხემ გზა ჩახერგა


გიგანტური ხე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითიდან მიჰქონდათ, გზაში გაიჭედა. გაზეთ "ბათუმელების" ცნობით, გადაკეტილი იყო ზენითი აჭყვისთავის საავტომობილო გზა.

გაზეთი ადგილობრივებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხის გადატანის სამუშაოები ღამით დაიწყო და სოფელს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა. დაახლოებით დილის ხუთ საათზე კი ხე, რომელიც სოფლიდან მძიმე ტექნიკას გაჰქონდა, სოფელ აჭყვისთავის მისასვლელ გზასთან გაჩერდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩაკეტილი იყო ალამბარი-ზენითის შიდა საუბნო გზა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში. ამ დროისათვის საავტომობილო მონაკვეთზე შეფერხება აღარ არსებობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG