Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე სახელმწიფო დაცვაზე უარს ამბობს


დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

ოპოზიციური საპარლამენტო პარტიის, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს მიმართა ოფიციალური წერილით, რომელშიც მიზანშეწონილად მიიჩნევს სახელმწიფო დაცვის გაუქმებას.

15 მარტით დათარიღებულ წერილში ბაქრძე აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის თანახმად, მას როგორც პარლამენტის ჯერ მოქმედ, შემდგე კი ყოფილ თავმჯდომარეს 2008 წლიდან იცავდა სპციალური სამსახური, ხოლო 2016 წელს, გივი თარგამაძის ავტომაქანის აფეთქების შემდეგ, ამერიკელების რეკომენდაციით გადაწყდა მისი, როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დაცვის გაგრძელება.

„ვინაიდან დღეს არსებული მდგომარეობით, საგამოძიებო უწყებების საჯარო განცხადებების თანახმად, აღნიშნული საქმის გამოძიება დასრულებულია, ხოლო საპარლამენტო უმცირესობის დაშლის გამო, მე აღარ ვსარგებლობ უმცირესობის ლიდერის სტატუსით, მიზანშეწონილად მიმაჩნია გადაიხედოს აღნიშნული გადაწყვეტილება და გაუქმდეს ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის სახელმწიფო დაცვა“ - ნათქვამია დავით ბაქრაძის ოფიციალურ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG