Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა საპასუხო სარაკეტო იერიში მიიტანა ღაზის სექტორზე


2019 წლის 25 მარტი: სარაკეტო იერიშის შედეგად დანგრეული შენობა ცენტრალურ ისრაელში, თელ-ავივის ჩრდილოეთით
2019 წლის 25 მარტი: სარაკეტო იერიშის შედეგად დანგრეული შენობა ცენტრალურ ისრაელში, თელ-ავივის ჩრდილოეთით

ისრაელის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, სარაკეტო იერიში განხორციელდა ღაზის სექტორის ტერიტორიაზე, რომელსაც გასამხედროებული დაჯგუფება „ჰამასი“ აკონტროლებს.

მანამდე რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლს ცენტრალურ ისრაელში და დაშავდა, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი.

ისრაელის არმია არაფერს იტყობინება ოპერაციის დეტალებზე, მაგრამ პალესტინელი თვითმხილველები აცხადებენ, რომ გაისმა ორი ძლიერი აფეთქების ხმა ჩრდილოეთ ღაზაში და ისრაელის ორი უპილოტო თვითმფრინავი დატრიალებდა ქალაქ ღაზას.

მანამდე ისრაელის სამხედრო წარმომადგენლებმა „ჰამასი“ დაადანაშაულეს სარაკეტო თავდასხმაში. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაუმ ვაშინგტონში ვიზიტისას გამოაცხადა, რომ ისრაელი „ამას არ მოითმენს“.

XS
SM
MD
LG