Accessibility links

site logo site logo

ვილნიუსში ერთ ქუჩას „ქართველების ქუჩა“ დაარქვეს


ვილნიუსში, ერთ-ერთ ქუჩას "ქართველების ქუჩა" დაარქვეს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვაში, ხათუნა სალუქვაძემ "ქართველების ქუჩა" (Kartvelu Street) ვილნიუსში მიმდინარე საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში გახსნა და ასე აღინიშნა თბილისისა და ვილნიუსის დამეგობრების 10 წლისთავი.

ჯერ კიდევ 2018 წლის მაისში, ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში, ლიეტუვამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველო სწორედ ამ სახელით მოიხსენიოს და ლიეტუვურ ენაშიც ასე დამკვიდრდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG