Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ პომპეო იმედოვნებს, რომ აშშ მალე დააწესებს ახალ სანქციებს რუსეთის მიმართ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ რამდენიმე დღეში შეძლებს დასავლელ მოკავშირეებთან ერთად გამოაცხადოს რუსეთის მიმართ ახალი სანქციების შესახებ.

პომპეომ 27 მარტს წარმომადგენელთა პალატაში გამართულ მოსმენაზე გამოთქვა იმედი, რომ მომავალ კვირაში ვაშინგტონში ნატოელი კოლეგების ვიზიტისას გამოაცხადებენ სანქციების მორიგი წყების შესახებ ყირიმში, აზოვის ზღვასა და რეგიონში რუსეთის ქმედებებზე საპასუხოდ.

ნატოს ქვეყნების წარმომადგენლები ვაშინგტონში ჩადიან, რათა 4 აპრილს აღნიშნონ ალიანსის დაარსების 70-წლიანი იუბილე.

პომპეოს არ დაუკონკრეტებია, რას ითვალისწინებს დაგეგმილი სანქციები, მაგრამ აღნიშნა, რომ შესაძლოა, საკმარისი არ იყოს ზომები, რომლებიც უკვე არის მიღებული უკრაინაში მოსკოვის ქმედებებზე საპასუხოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG