Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებს ესტუმრა


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას და თანამშრომლებს შეხვდა. უწყების მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, გახარიამ რამდენიმე სოფლის მოსახლეობისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია ამ დროისთვის ადგილზე არსებული ვითარების შესახებ.

შინაგან საქმეთა მინისტრი, უწყების სხვა ხელმძღვანელებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახალ ხურვალეთში, გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილ ვანიშვილების ოჯახსაც ესაუბრა. 86 წლის დათა ვანიშვილი სტუმრებს ესაუბრა იმ სირთულეებზე, რომლებსაც ის და მისი მეუღლე ოკუპანტებისგან ყოველდღიურად აწყდებიან.

შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და პოლიციის თანამშრომლებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნისა და არსებულ გამოწვევებზე რაციონალური რეაგირების მნიშვნელობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG