Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპატიმრებული ყირიმელი აქტივისტები რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს


რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმელი მოქალაქეები, რომლებიც დააპატიმრეს „ჰიზბ უტ-ტაჰრირის“ საქმის ფარგლებში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნახევარკუნძულის ტერიტორიიდან დონის როსტოვში გადაიყვანეს.

ამის შესახებ რუსული „ინტერფაქსი“ იუწყება ადგილობრივების ინფორმაციაზე დაყრდნობით.

უფრო ადრე, მოძრაობა „ყირიმის სოლიდარობამ“ ასევე გაავრცელა ცნობა, რომ როსტოვია სავარაუდო 23 დაპატიმრებული ყირიმელი თათარი აქტივისტის ადგილსამყოფელი.

აღნიშნავენ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყირიმელი თათრები „გამოძიების დროს სხვა რეგიონში გადაიყვანეს.“

25 მარტს რუსმა სამართალდამცველებმა ათობით ყირიმელი თათრის ოჯახში ჩაატარეს ჩხრეკა, ცნობებით, აკრძალულ ისლამურ ორგანიზაციასთან მათი საეჭვო კავშირების გამო.

საერთაშორისო ისლამური ორგანიზაცია „ჰიზბ უტ-ტაჰრირი“ თავის ამოცანად მიიჩნევს ყველა მუსლიმანური ქვეყნის გაერთიანებას ისლამურ ხალიფატში, მაგრამ უარს ამბობს ტერორისტული ბრძოლის მეთოდებით ამ მიზნის მიღწევაზე.

ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ უკანონოდ იდევნებიან რუსეთისა და კრემლის მიერ 2014 წლის მარტში ანექსირებული ყირიმის ტერიტორიებზე.

რუსეთის უზენაესი სასამართლოს მიერ „ჰიზბ უტ-ტაჰრირი“ 2003 წლიდან არის აკრძალული, როგორც ორგანიზაცია, რომელიც შეყვანილია ტერორისტული გაერთიანებების სიაში.

XS
SM
MD
LG