Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პატრიარქს სურს, რომ გალობა და ხალხური სიმღერები სკოლის პროგრამებში შევიდეს


საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი აცხადებს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მას დაჰპირდა, რომ საშუალო სკოლის პროგრამებში შეიტანენ გალობას და ხალხურ სიმღერებს, - ამის შესახებ ილია მეორემ საპატრიარქოში, ქართული გალობის ანთოლოგიის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ესწრებოდა.

ქართული გალობის ანთოლოგია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 და კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრების 40 წლისთავს ეძღვნება. ანთოლოგიაში მე-19 მე-20 საუკუნეთა მიჯნაზე გამოცემული და ხელნაწერ კრებულებში დაფიქსირებული საგალობლები არის შესული.

XS
SM
MD
LG