მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში გრძელდება ანტისამთავრობო დემონსტრაციები, რომლის ორგანიზატორებმა და ოპოზიციის წევრებმა 30 მარტს ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას გარდამავალი მთავრობის ფორმირების თაობაზე.
მონტენეგროს ათასობით მოქალაქე ყოველ შაბათ-კვირას აწყობს საპროტესტო მსვლელობებს პრეზიდენტ მილო ჯუკანოვიჩისა და ხელისუფლების სხვა მაღალი რანგის მოხელეების გადადგომის მოთხოვნით.
დემონსტრანტები ასევე მოითხოვენ საზოგადოებრივი რადიო და ტელემაუწყებლობის (RTCG) ხელმძღვანელობის გადადგომას.