Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ხაფთარის დანაყოფს მოუწოდებს შეაჩეროს სამხედრო წინსვლა ლიბიაში


გაეროს უშიშროების საბჭო ლიბიის არმიის მეთაურს, ხალიფა ხაფთარს მოუწოდებს შეაჩეროს თავისი არმიის წინსვლა ტრიპოლისკენ, რომელსაც გაეროს მიერ მხარდაჭერილი მთავრობა აკონტროლებს.

5 აპრილს გამართული სასწრაფო შეხვედრის შემდეგ, საბჭო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ხაფთარის ლიბიის ეროვნული არმიის ნაბიჯები ქვეყნის სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. გერმანიის ელჩმა, კრისტოფ ჰოისგენმა, რომელიც ამჟამად საბჭოს მორიგე თავმჯდომარეა, დახურულ კარს მიღმა გამართული სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საბჭომ "არმიას მოუწოდა შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები". საბჭო აცხადებს, რომ დააყენებს იმ პირთა პასუხისმგებლობას, რომლებიც ძალადობას გამოიწვევენ.

საბჭოს განცხადება რამდენიმე საათში მოჰყვა ბენღაზიში გამართულ შეხვედრას გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშსა და ხაფთარს შორის. შეხვედრა წარმოადგენდა ნაწილს ძალისხმევისა, რომელიც მიზნად ისახავს ტრიპოლიზე პირდაპირი შეტევის არდაშვებას და სისხლიანი სამოქალაქო ომის თავიდან აცილებას. "ლიბიას დამძიმებული გულით და ღრმა შეშფოთებით ვტოვებ. კვლავაც მაქვს იმედი, რომ შესაძლებელია ტრიპოლიში და მის შემოგარენში სისხლიანი კონფრონტაციის თავიდან აცილება" - დაწერა გენერალურმა მდივანმა ტვიტერით.

XS
SM
MD
LG