Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელი დეპუტატები საპასუხო ზომებით დაემუქრნენ ვაშინგტონს


ირანის პარლამენტის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ საპასუხო ზომებს მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს (IRGC)-ს.

ამის შესახებ, როგორც ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ირნა“ იუწყება, ნათქვამია 255 ირანელი დეპუტატის განცხადებაში.

ამერიკული მედიის თანახმად აშშ-ის ადმინისტრაცია მალე ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს (IRGC)-ს, რაც პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ვაშინგტონი ასეთ იარლიყს მიანიჭებს სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალას.

"უოლ სტრიტ ჯორნალი" და როიტერსი, აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, 5 აპრილს იუწყებოდნენ, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა უკვე 8 აპრილს განათავსოს ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში.

XS
SM
MD
LG