Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადება


ყველა ერთის წინააღმდეგ - ამ ფორმულაზე დაყრდნობით ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებს. როგორც მან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ყველა ერთად უნდა დადგეს - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

„ყველა უბედურების სათავე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და ხდება ძალიან ბევრი უბედურება, არის ერთი პიროვნება - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ, შეგნებით თუ შეუგნებლად, აფუჭებს ძალიან ბევრ რამეს ქვეყანაში.

ამ ადამიანმა ქვეყანა დაამსგავსა დაცლილ აკუმულატორს - დაახლოებით ასე რომ შევაფასოთ... ერთი იმ მხრივ, რომ ქვეყანა მართლა იცლება - ხალხი მიდის და მეორე იმ მხრივ, რომ არანაირი დადებითი ემოცია, არანაირი დადებითი მუხტი არ იგრძნობა არცერთ სფეროში. ამის დიდხანს გაგრძელება შეუძლებელია“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ახალი პარტიის შექმნას გეგმავს და ამისათვის ის ძველ ოფისს დაუბრუნდა.

ოქრუაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერა გამოუცხადა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს. მანამდე ვაშაძე მას სახლშიც ესტუმრა.

ამ ფაქტმა „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას მწვავე უკმაყოფილება გამოიწვია და მომხდარს მან „უაღრესად დამაზიანებელი და მორალურად უმძიმესი“ უწოდა.

"გრიგოლ ვაშაძის ამომრჩევლისთვის ვერ იქნება სულერთი, რომ მათი კანდიდატი მხარდაჭერას ეძებს და ამისთვის სახლშიც კი ეახლა ადამიანს, რომელიც შეეკრა რუსეთს, ცხოვრობდა ფსბ-ს "პოდმოსკოვსკი" „დაჩაზე“, მონაწილეობდა რუსულ პროპაგანდაში საქართველოს წინაღმდეგ, მათ შორის ომის თემაზე და აკეთებდა სალომე ზურაბიშვილის მსგავს განცხადებებს.

რუსეთის სპეცსამსახურის დახმარებით აგროვებდა შეიარაღებულ ადამიანებს და ჰქონდა გეგმა, როგორ დაემხო კანონიერი ხელისუფლება“, - დაწერა მაშინ გიგი უგულავამ ფეისბუკპოსტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG