სოლსბერი - ქალაქი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერება „ნოვიჩოკით“ყოფილ რუს ჯაშუშზე თავდასხმით - დასახელდა საუკეთესო ქალაქად ბრიტანეთში საცხოვრებლად.
გაზეთმა „სანდეი ტაიმსმა“ 14 აპრილს გამოაცხადა, რომ სოლსბერი ასეთ შეფასებას იმსახურებს „ერთიანობის სულისკვეთების“ გამოც, რომელიც გამოავლინა სერგეი სკრიპალსა და მის ქალიშვილზე 2018 წლის მარტში თავდასხმის შემდეგ.
სოლსბერის შერჩევის მიზეზად გაზეთი ასახელებს აგრეთვე მის სიახლოვეს სანაპიროსთან, ბუნებასთან და ლონდონთან.
სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია უგონო მდგომარეობაში იპოვეს სოლსბერის პარკში. ისინი მოწამლული იყვნენ ტოქსიკურ ნივთიერება „ნოვიჩოკით“. ბრიტანეთის მთავრობა რუსეთის ხელისუფლებას აკისრებს თავდასხმაზე პასუხისმგებლობას.