Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანმა პროტესტი გამოხატა ფრანგი ელჩის მიერ ბირთვული შეთანხმების თაობაზე გამოთქმული შეფასების გამო


ირანმა პროტესტი გამოხატა საფრანგეთის მიმართ აშშ-ში პარიზის ელჩის მიერ გამოთქმული შეფასების გამო, რომელიც ეხება ირანის უფლებას, განაახლოს ურანის გამდიდრება 2025 წლის შემდეგ.

2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმების მიხედვით, ირანმა ვალდებულება იკისრა, შეზღუდოს თავისი ბირთვული პროგრამა მის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გაუქმების სანაცვლოდ. შეზღუდვის ზოგიერთელემენტს ვადა გაუვა 10, ზოგიერთს - 15 წელიწადში.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი ქვეყანა ბირთვული შეთანხმებიდან გაიყვანა და მის მთავარ სისუსტედ დასახელა ის, რომ ირანის ბირთვული პროგრამის ზოგიერთ შეზღუდვას ვადა გაუვა.

13 აპრილის ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში, საფრანგეთის პრეზიდენტი, ჟერარ არო წერდა: „შეცდომაა იმის თქმა, რომ ბირთვული შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ ირანს მიეცემა უფლება, გაამდიდროს ურანი“ და დასძენდა, რომ სანქციები კვლავ უნდა ამოქმედდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG