Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში იმართება სომეხთა მასობრივი გაჟლეტის 104-ე წლისთავთან დაკავშირებული ოფიციალური ცერემონია


სომხეთში იმართება ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი გაჟლეტის 104-ე წლისთავთან დაკავშირებული ოფიციალური ცერემონია. ერევანში ასიათასობით ადამიანმა მიიტანა ყვავილები დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალთან. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და მისმა მეუღლემ, სხვა ოფიციალურმა პირებმა და პოლიტიკოსებმა. ცერემონიას დაესწრო აშშ-ის ელჩი სომხეთში, ლინ ტრეისი.

1915 წლის ხოცვა-ჟლეტა ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი იყო მეოცე საუკუნეში. სომხეთი მას გენოციდად მიიჩნევს. მას გენოციდად მიიჩნევენ რიგი სხვა სახელმწიფოებიც. სომეხთა გაწყვეტას გენოციდის კვალიფიკაციას აძლევენ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა და 50-დან 49 შტატიც, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტები და მთავრობა ერიდებიან ამ ტერმინის გამოყენებას.

XS
SM
MD
LG