Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში შესვლა აეკრძალა ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურს


მუსლიმ ხუჩიევი
მუსლიმ ხუჩიევი

აშშ-ის ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურს, მუსლიმ ხუჩიევს, მის მეუღლეს და ახლო ნათესავებს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომგადაწყვეტილება ეფუძნება საერთაშორისო გამოძიებას ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში.

გამოძიება ეხება ადამიანის უფლებების სერიოზულ და ხანგრძლივ დარღვევას, უკანონო დაკავებას, წამებას და გაუსამართლებლად სიკვდილით დასჯის პრაქტიკას.

სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას პასუხისგებაში მისცეს თანამდებობის ყველა პირი, მათ შორის ჩეჩნეთის მთავრობის მეთაური, რომლებიც მხილებული არიან ადამიანის უფლებების დარღვევისათვის.

მუსლიმ ხაჩიევს ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა უკავია 2018 წლის ივნისიდან. მანამდე სამი წლის განმავლობაში იყო გროზნოს მერი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG