Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ მაჩალიკაშვილი: სალოცავად მივდივარ


მალხაზ მაჩალიკაშვილმა დატოვა რუსთაველის გამზირზე გაშლილი კარვის ტერიტორია. მისი თქმით, მიდის სალოცავად და ჟურნალისტებთან სხვა კომენტარი აღარ გაუკეთებია.

მანამდე, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან გაკეთებულ კომენტარში მან უარყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 7 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაცია ტერორისტული აქტის ორგანიზებასთან დაკავშირებით.

„აზრზე არ ვარ, გოგაშვილის მამა სად არის დაკრძალული, ან ვინ არის. ეგ ერთი და მეორე, მე რაც აქ ვდგავარ და იმას ვცდილობ, რომ კანონის ფარგლებით დავსაჯო, ვინც თემირლანთან არის დამნაშავე, ვინც თემირლანის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა, ამას ვიძახი თორემ. იქ მაჩხაანში რა მინდა.

თუ მაგის სურვილი მქონდა და, თუ მაგის სურვილი მაქვს, როცა გოგაშვილი ცხოვრობს თბილისში. საერთოდ არ შემდგარა ეგ საუბარი ჩვენში. საერთოდ არ ყოფილა. ეგ არის რაღაც ფაბრიკაცია, ეგ არის რაღაც მონტაჟი. დასაკავებელი არაფერი არ მაქვს. დასაკავებელი რომ რამე ჩამედინა, წელიწადნახევარია, მე ქუჩაში ვარ,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი: სალოცავად მივდივარ
please wait

No media source currently available

0:00 0:00:45 0:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 7 მაისს გაკეთებული განცხადებით, გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.

სუსმა გამოაქვეყნა საუბრის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მალხაზ მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილს - მორის (ჰუსეინ) აძლევს დავალებას - შეისწავლოს სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ტერიტორია სოფელ მაჩხაანში.

მაჩალიკაშვილების ოჯახს სჯერა და ამას მუდმივად უსვამდა ხაზს, რომ სწორედ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას პანკისის ხეობაში, 2017 წლის დეკემბერში, როდესაც სასიკვდილოდ დაიჭრა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი.

იცის, რომ ყველა ტელეფონი ისმინება, მაშინ დასაბმელი გიჟი ყოფილა ჩემი მეუღლე, ტელეფონით, თუ რამეს გეგმავს, - განუცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლემ, მედიკო მარგოშვილმა ჟურნალისტებს. მედიკო მარგოშვილის თქმით, სუსი მისი მეუღლის პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობს.

XS
SM
MD
LG