პოლიციელებმა ერთი პირი დააკავეს თბილისის ვაკის პარკში, სადაც „უკვდავი პოლკის“ მსვლელობის მონაწილეების აქცია და სამოქალაქო აქტივისტების კონტრაქცია მიმდინარეობდა. დაკავებული პირი კონტრაქციაში მონაწილეობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობისთვის დაკავებულია 1975 წელს დაბადებული კ.კ, რომელიც შეეცადა განსხვავებული პოზიციის წარმომადგენლებისთვის დროშის ტარით დაზიანება მიეყენებინა.
მანამდე სამართალდამცავებმა წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის ვაკის პარკთან დააკავეს ორი პირი, ხოლო ერთი საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებით საქართველოს კანონის, „თავისუფლების ქარტიის“ დარღვევისთვის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.