Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როენა ხუცურაული: სასტუმრო "მამიდა" კათარზისად უნდა გადამეკეთებინა


პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებულმა სასტუმრო „მამიდას“ მფლობელმა როენა ხუცურაულმა 10 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის გეგმავდა სასტუმროს კათარზისად გადაკეთებას.

"დიდი ხნის მოფიქრებული მქონდა, კათარზისი მინდოდა გამეკეთებინა", - განაცხადა ხუცურაულმა.

როენა ხუცურაულთან ერთად, პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალი წარდგენილი ჰქონდა სასტუმროს მეიჯარე ზინაიდა ქორიძესაც.

10 მაისს ორივე მათგანს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა - როენა ხუცურაულს 30 000, ზინაიდა ქორიძეს კი 20 000 ლარი.

ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებას შეფარდებული გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG