იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის 11 მაისიდან დაიწყება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურა.
მოსამართლეების ვაკანსიებზე განცხადებების მიღება 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
ვაკანსია 20 კანდიდატურაზეა გამოცხადებული; განცხადებები ელექტრონული ფორმით მიიღება.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე კომპეტენტურ იურისტებს მიმართავს და მოუწოდებს მათ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში:
"მე ვფიქრობ, რომ ახლა არის შანსი კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება დავუპირისპიროთ ჩინჩალაძის კლანის ზრახვებს", - წერს ნაზი ჯანეზაშვილი.
მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში აქტიურობისკენ რამდენიმე დღის წინ იურისტებს იუსტიციის საბჭოს კიდევ ერთმა არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემაც მოუწოდა.