Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მოსკოვში ჩასვლა გადაიფიქრა


მაიკ პომპეო
მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გააუქმა მოსკოვში ვიზიტი, თუმცა, არ გადაუდია რუსეთის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა, რომელიც 14 მაისს სოჭში უნდა გაიმართოს.

სააგენტო „როიტერსი“ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ მაიკ პომპეომ რუსეთში ვიზიტის ფორმატი შეამცირა.

სახელმწიფო მდივანი 13 მაისს, მოსკოვში უნდა შეხვედროდა ამერიკის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს და სტუდენტებს. მოსკოვის ნაცვლად მაიკ პომპეო ბრიუსელში გამართავს მოლაპარაკებებს ირანის და სხვა აქტუალურ პრობლემებზე.

XS
SM
MD
LG