საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საფრანგეთთან, პოლონეთთან და გერმანიასთან
გარდა ამისა, საგარეო უწყების ცნობით, დროებითი შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ისრაელთანაც.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პარტნიორ სახელმწიფოებთან მიგრაციის საკითხზე მუშაობა, ხელს შეუწყობს მუშახელის კვალიფიკაციის განვითარებას, მათ გადამზადებას, საზღვარგარეთ მყოფი შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვასა და ასევე არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას.
შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკებები დაწყებულია სხვა ევროპულ ქვეყნებთანაც.