Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰანი: 2030 წლისთვის აღარ უნდა არსებობდეს სხვაობა ევროკავშირისა და მისი მეზობლების კეთილდღეობის მხრივ


ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ევროკავშირის მეზობლებთან ურთიერთობაში მომდევნო 10 წლის მთავარ მიზნად მიიჩნევს მოსახლეობის კეთილდღეობის მხრივ არსებული განსხვავების შემცირებას.

„2030 წელს, იდეალურ შემთხვევაში, უნდა მოისპოს ან, მინიმუმ, მნიშწვნელოვნად უნდა შემცირდეს სხვაობა კეთილდღეობის მხრივ,“ აღნიშნა ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანმა ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან ინტერვიუში.

ჟურნალისტი მას ესაუბრა ევროკავშირის პროგრამა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ 10-ე წლისთავთან დაკავშირებით. ამ პერიოდში „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრი ექვსი პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან სამმა - საქართველომ, მოლდავეთმა და უკრაინამ - გააფორმეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებები და დაამყარეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.

იოჰანეს ჰანის აზრით, ახლა მოქალაქეებისათვის მთავარია, ჰქონდეთ „პერპესქტივა, ცხოვრების რიგიანი პირობები, ცხოვრების რიგიანი პერსპექტივა თავიანთ ქვეყნებში, სადაც არ აიძულებენ ემიგრაციაში წასვლას“.

XS
SM
MD
LG