Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე ცესკოს პოზიცია დღეს გაირკვევა


საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ(ცესკო) გვიან ღამით ფეისბუქზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, ყურადღებით აკვირდება ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებს.

ცესკო მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, არ გასცდნენ საკანონმდებლო ჩარჩოს, იმოქმედონ კომპეტენციის ფარგლებში და მუშაობის საშუალება მისცენ საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც საქმიანობას კანონმდებლობის მიხედვით ახორციელებს.

„ცესკო და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის მოქმედებდა და იმოქმედებს კანონის ფარგლებში. 15 მაისს, დღის პირველ ნახევარში საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას ცესკოს პოზიციისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ“ - ნათქვამია განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG