Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეკანოზი გიორგი კიკვაძე არ გამორიცხავს, რომ 17 მაისს მსვლელობაზე ექსცესები მოხდეს


დეკანოზი გიორგი კიკვაძე
დეკანოზი გიორგი კიკვაძე

ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს ამ მსვლელობაში მონაწილეობას, რადგან ოჯახი არის ის უპირველესი ღირებულება, რომელზეც დგას ნებისმიერი სახელმწიფო“,- განაცხადა დეკანოზმა გიორგი კიკვაძემ 17 მაისს საპატრიარქოს მიერ „ოჯახის სიწმინდის“ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებებზე საუბრისას.

მისი თქმით, სახელმწიფო მოქალაქეებისთვის უძვირფასესია „ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნის სიყვარულიდან, პატრიოტიზმიდან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეების და საზოგადოების დიდი უმრავლესობა გამოხატავს სიყვარულს ოჯახის ინსტიტუტისადმი და თავის ქვეყნისადმი, რომელიც სწორედაც დაშენებულია თითოეულ ოჯახზე".

დეკანოზი გიორგი კიკვაძე არ გამორიცხავს, რომ სახალხო მსვლელობაზე ექსცესებიც მოხდეს, თუმცა, მისი თქმით, ეკლესია ემიჯნება ყველანაირ ძალადობრივ ქმედებას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის.

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო სახალხო მსვლელობას გამართავს. მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძართან დასრულდება.

ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს, რის შემდეგაც კონცერტია დაგეგმილი.

17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საპატრიარქო საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. ოჯახის სიწმინდის დღე წელს მეექვსედ აღინიშნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG