Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგი წულაია: თავს ზესტაფონის მერად ვაცხადებ!


პარტია "თავისუფალი საქართველოს" ზესტაფონის მერობის კანდიდატმა, გოგი წულაიამ თავი ზესტაფონის მერად გამოაცხადა არჩევნების დასრულებამდე ორი საათით ადრე.

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ზესტაფონელს. იმდენი სითბო და პატივისცემა მივიღე წინაასაარჩევნო პერიოდში, რომ, რას დაწერს ცესკო, ჩემთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, მე თავს ვაცხადებ ზესტაფონის მერად, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში ვნახე, როგორ გვიჭერს მხარს მოსახლეობა, არ მაინტერესებს, რას დაწერს ცესკო, თავს მერად ვაცხადებ და როდესაც დავჭირდები ზესტაფონელებს მათ გვერდით ვიქნები”, - განაცხდა გოგი წულაიამ ზესტაფონის 51-ე საოლქო კომისიას გამართულ აქციაზე.

გოგი წულაიას თქმით, პარტიის კოორდიანტორების ნაწილი აღარ გამოდის კონტაქტზე იმის გამო, რომ დააშინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG