Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ჩუგოშვილი: აღაიანის ტრაგედია აჩვენებს ნაადრევი ქორწინების ძალიან დიდ პრობლემას


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, საზოგადოებაში ითვლება, რომ ნაადრევი ქორწინება ოჯახის საქმეა და არა სახელმწიფოსი, მაგრამ სოფელ აღაიანში მომხდარმა ტრაგედიამ აჩვენა, რომ ეს ასე არ არის.

„ძალიან ტრაგიკული შემთხვევაა და რთულია ამაზე საუბარი. ნაადრევი ქორწინება წარმოადგენს ძალიან დიდ პრობლემას ჩვენს ქვეყანაში. მართალია, ასეთი ტრაგიკული დასასრული ჯერ არ გვქონია, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ გვაიძულებს ყველას დამატებითი ყურადღება მივაქციოთ ნაადრევი ქორწინების თემას“ - უთხრა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.

22 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაკავებულია არასრულწლოვანი, 2002 წელს დაბადებული მ.შ, რომელმაც „კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა.“

XS
SM
MD
LG