პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, იმრან ხანმა თავის ინდოელ კოლეგას, ნარენდრა მოდის არჩენებში გამარჯვება მიულოცა და „სამხრეთ აზიაში მშვიდობის, წინსვლისა და კეთილდღეობისთვის" თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
ხანმა მოდის მიულოცა 23 მაისს ტვიტერის საშუალებით იმ დროს, როცა არჩევნების არასრული შედეგებით, მისი პარტიის, ნაციონალისტური, "ბარატია ჯანატა პარტია", დიდი უპირატესობით ლიდერობს.
ინდოეთსა და პაკისტანს 1947 წელს ბრიტანული კოლონიალიზმისგან განთავისუფლების და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაძაბული ურთიერთობა აქვთ. ორ ბირთვული სახელმწიფოს სამი ომი ჰქონდა ერთმანეთთან, ორი მათგანი ქაშმირის რეგიონის გამო გაჩაღდა. რეგიონში არაიშვიათია სროლა.
ხანის მილოცვა გავრცელდა ცოტა ხნის შემდეგ მას მერე, რაც პაკისტანმა გამოაცხადა, რომ გამოსცადა ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც უნარ შესწევს ბირთვული ქობინაც გადაიტანოს. უფრო ადრე ინდოეთმა განაცხადა, რომ გამოსცადა ფრთოსანი რაკეტა, რომელიც ინდოეთის მტკიცებით, უსწრაფესია მსოფლიოში.