Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო: მოსახლეობის თითქმის ნახევარს ავტომობილი ჰყავს


2019 წლის მარტში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს (46%) ავტომობილი ჰყავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევაში, რომლის მიზანიც საქართველოში საწვავის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების განსაზღვრა იყო, 2087 მოქალაქე გამოიკითხა.

ოჯახებში ავტომობილთა რაოდენობა ასე ნაწილდება:

  • ოჯახში ერთი ავტომობილი - 79%
  • ოჯახში ორი ავტომობილი -17%
  • ოჯახში სამი ან მეტი ავტომობილი - 4%

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ მსგავსი კვლევები 2018 და 2014 წლებშიც ჩაატარა - 2018 წელს, ავტომობილს ფლობდა გამოკითხული მოსახლეობის 48%, ხოლო 2014 წელს - 42%.

2019 წელს გამოკითხული ავტომობილის მფლობელთა 80% - ს ბენზინზე მომუშავე ავტომობილი ჰყავს, 19%-ს გაზზე, 16%-ს კი დიზელზე, ხოლო ჰიბრიდული ავტომობილი გამოკითხულთა მხოლოდ 4%-ს ჰყავს.

კვლევის მიხედვით, ბენზინზე მომუშავე ავტომობილების წილი იზრდება, ძირითადად გაზზე მომუშავე ავტომობილების შემცირების ხარჯზე.

მომხმარებლების ნახევარი, რომლებიც ავტომობილის საწვავად ბენზინს ან გაზს მოიხმარენ ამბობენ, რომ მათთვის პრიორიტეტული დაბალი ფასია. საწვავის ხარისხს ყურადღებას აქცევს მომხმარებლების 48%.

საწვავის არჩევისას მომხმარებელზე ზემოქმედების მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორია ბენზინგასამართი სადგურების სიახლოვე. მათ არჩევანზე ყველაზე ნაკლებ გავლენას ახდენს გათამაშებები და ქულების დაგროვების შესაძლებლობა.

კვლვა აჩვენებს, რომ წელს, 2014 წელთან შედარებით, საწვავის არჩევისას მისი ხარისხის გავლენა შემცირებულია, ხოლო ფასის გავლენა გაზრდილი.

XS
SM
MD
LG