შს სამინისტრომ თბილისსა და წალკაში დააკავა სამი პირი ქურდული სამყაროს წევრების საქმესთან დაკავშირებით ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით. სამართალდამცველებმა თბილისში დააკავეს 1991 წელს დაბადებული ა.ნ., წალკაში კი -1983 წელს დაბადებული თ.ქ. და 1986 წელს დაბადებული თ.მ.
დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, ცრუ ჩვენება მისცეს იმ პირთა სასამართლო პროცესებზე, რომლებსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში - „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობასა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში ედებათ ბრალი“, - აცხადებს შს სამინისტრო.
გამოძიება მიმდინარეობს სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე, საქართველოს სს კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.