Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია იაპონიას


ტოკიო, 2017 წლის 6 ნოემბერი: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე ერთობლივ პრესკონფრენეციაზე
ტოკიო, 2017 წლის 6 ნოემბერი: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე ერთობლივ პრესკონფრენეციაზე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იაპონიას ესტუმრა სახელმწიფო ვიზიტით, რომელიც ხაზს უსვამს ტოკიოსთან ვაშინგტონის მჭიდრო ურთიერთობას ვაჭრობის საკითხში დაძაბულობის მიუხედავად.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე ამერიკელი პრეზიდენტისა და მისი მეუღლის პატივსაცემად გამართავს „საიმპერატორო ბანკეტს“ და მათთან ერთად დაესწრება სუმოს ასპარეზობას.

მიმომხილველების შეფასებით, შინზ აბე ვაშინგტონის ადმინისტრაციის მიმართ კეთილგანწყობის გამოხატვით ცდილობს, იაპონიას აარიდოს ტრამპის მხრიდან უფრო საზიანო გადაწყვეტილებები.

აშშ-ის ლიდერს უარი არ უთქვამს შესაძლებლობაზე, რომ ტარიფები დაუწესდეს იაპონიიდან ავტომანქანების იმპორტს, რასაც ის ეროვნულ უსაფრთხოებაზე ზრუნვით ამართლებს.

ძალაში რჩება ტარიფები იაპონიიდან ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე.

ტრამპია პირველი უცხოელი ლიდერი, რომელსაც მიიღებს იაპონიის ახალი იმპერატორი ნარუჰიტო, ტახტზე მიმდინარე თვეში ასვლის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG