Accessibility links

site logo site logo

ძლიერმა ქარმა ბათუმი დააზარალა


25 მაისს ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ძლიერი ქარის შედეგად სამშენებლო მასალები ჩამოცვივდა კომპანია "ორბის" მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსიდან.

დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ავტომობილები. მსხვერპლი არ არის. უსაფრთხოების მიზნით ტერიტორია მუშების ნაწილმა დატოვა. პოლიციამ ხიმშიაშვილის ქუჩა გადაკეტა.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. მათივე ინფორმაციის, ძლიერი ქარმა განთიადის დასახლებაში 12-სართულიან კორპუსს სახურავი გადახადა. მოგლეჯილია ხეები.

სამაშველო სამსახურში შესულია ათზე მეტი გამოძახება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG