Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთში დააკავეს გემის კაპიტანი დუნაიზე მომხდარი ტრაგიკული ავარიის შემდეგ


უნგრეთში დააკავეს კაპიტანი, რომლის გემიც მდინარე დუნაიზე დაეჯახა ტურისტულ კატარღას. ავარიის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი.

64 წლის იური ს.-ს დაუდევრობის ბრალდება წაუყენეს. ის უკრაინის მოქალაქეა.

ბუდაპეშტში კატარღის ჩაძირვის ადგილას ჯერ კიდევ ეძებენ 21 ადამიანს. სულ კატარღაზე იმყოფებოდა 35 ადამიანი, უმეტესწილად სამხრეთ კორეის მოქალაქეები. მათგან გადაარჩინეს შვიდი.

მაშველების ვარაუდით, გადარჩენილთა პოვნის შანსი უკვე მინიმალურია.

29 მაისის გვიან საღამოს ბუდაპეშტში, უნგრეთის პარლამენტის მახლობლად ერთმანეთს შეეჯახნენ მომცრო სასეირნო კატარღა და 135-მეტრიანი გემი „ვიკინგ სიგინი“.

XS
SM
MD
LG