Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ჯიბღაშვილმა სასამართლოს ეკლესიის მიერ გაცემული დახასიათება წარუდგინა


ლევან ჯიბღაშვილი
ლევან ჯიბღაშვილი

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე მსახიობის პიროვნული მახასიათებლების შესახებ დოკუმენტაცია წარადგინა. მათ შორის იყო სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტრის მიერ გაცემული დახასიათება. როგორც ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა განმარტა, დახასიათება სარეკომენდაციო ხასიათისაა და მასში საუბარია ლევან ჯიბღაშვილის წვლილზე ეკლესიის მშენებლობაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯიბღაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს, 4 ივნისს გაიმართა. სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალში თავს სრულად ცნობს დამნაშავედ.

ლევან ჯიბღაშვილი 21 აპრილს დააკავეს. მისი ავტომობილის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა 0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ტაბლეტი ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს. ჯიბღაშვილს ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით წარუდგინეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა - შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან ჯიბღაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე მორიგი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 მაისს გაიმართება.

XS
SM
MD
LG