Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლებამ გახსნა ახალი ბიურო ბულგარეთის დედაქალაქში


რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახურის ლოგო
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახურის ლოგო

რთე/რთ-მ კვლავ აამოქმედა ბულგარული სამსახური და გახსნა ახალი ბიურო სოფიაში.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება ბულგარეთში მუშაობდა ცივი ომის დროს და რამდენიმე წელი მის შემდეგაც, 2004 წლამდე. მაშინ მაუწყებლის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ კომუნისტური რეჟიმის დამხობით დასავლურმა ფასეულობებმა გაიმარჯვა.

რადიოს ხელმძღვანელობის განმარტებით, ახლა აშკარაა, რომ ბევრ ქვეყანაში ეს არ მომხდარა და დრო სჭირდება თავისუფალი მედიასაშუალებების ჩამოყალიბებას.

წლის დასაწყისში რადიო თავისუფლების ბიურო გაიხსნა ბუქარესტში.

რუმინეთი და ბულგარეთი 2007 წელს გაწევრიანდნენ ევროკავშირში.

XS
SM
MD
LG