Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" გმობს ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლას


კოალიციის - „მედიის ადვოკატირებისთვის“ ინფორმაციით, პარლამენტთან განვითარებული მოვლენებისას დაშავდა 12 ჟურნალისტი. კოალიციის შეფასებით, მათ მიმართ ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს „ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას“.

„კონფლიქტურ და დაძაბულ სიტუაციებში ჟურნალისტთა დაცვის შესახებ ევროსაბჭოს R(96) 4 რეკომენდაცია პირდაპირ უთითებს, რომ ,,ჟურნალისტური საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელება პატივისცემით უნდა სარგებლობდეს კონფლიქტურ და დაძაბულ სიტუაციებში, რამდენადაც ამგვარ სიტუაციებში საზოგადოებრივი საქმეების თაობაზე ინფორმირებულობა და საჯარო ხელისუფლების ორგანოთა და სხვა მხარეების საქმიანობის შეფასების უფლება ცალკეული პირებისათვის, ისევე როგორც ზოგადად მთელი საზოგადოებისათვის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს“, - აცხადებს კოალიცია და ხელისუფლებას მოუწოდებს:

1. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით დამნაშავე პირების გამოსავლენად;

2. სახელმწიფომ მოახდინოს ჟურნალისტებისათვის იმ მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რაც მათ მიადგათ პოლიციელების მიერ მათი დაზიანების შედეგად.

XS
SM
MD
LG