მექსიკის მთავრობა აცხადებს აშშ-ის საზღვრის გასწვრივ 15 ათასი სამხედრო მოსამსახურის განთავსების შესახებ. ოპერაციის მიზანია, არ დაუშვან ცენტრალური ამერიკიდან შეერთებულ შტატებში მოხვედრის მსურველი მიგრანტების უკანონოდ გადასვლა საზღვარზე.
გადაწყვეტილება მოჰყვა აშშ-ის მუქარას მექსიკიდან იმპორტზე გადასახადების დაწესებით, თუ ეს ქვეყანა არ მიმართავს დამატებით ზომებს მიგრანტთა ნაკადის შესაჩრებლად.
უფრო ადრე მექსიკამ გამოაცხადა, რომ 2000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს აგზავნის სამხრეთით, გვატემალასთან და ბელიზთან საზღვრების დასაცავად. მიგრანტების უმრავლესობა ამ ორი ქვეყნიდან გადადის მექსიკაში, იქიდან აშშ-ში მოხვედრის იმედით.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკას მაისში წაუყენა ულტიმატუმი უკანონო მიგრაციის შეჩერების მოთხოვნით - დაიმუქრა მექსიკიდან იმპორტზე 5%-იანი გადასახადის შემოღებით.
ივნისის დასაწყისში ტრამპმა გამოაცხადა, რომ აღარ აპირებს ასეთი ნაბიჯის გადადგმას.