1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.8791 ლარია. ასეთი კურსი ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე გუშინ გამართული ვაჭრობის შედეგად დადგინდა.
კურსი, რომელიც 27 ივნისს მოქმედებდა, 2.8470 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0321 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2758 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.2356 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0402 ლარი შეადგინა.