Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში იმართება „თავისუფლების მარში“ შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით


თბილისში ზედიზედ მე-10 დღეა იმართება საპროტესტო აქცია, ამჯერად „თავისუფლების მარში“, რომლის მონაწილეებიც მოითხოვენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას.

რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტილია.

გახარიამ 27 და 28 ივნისს განაცხადა, რომ არ აპირებს გადადგომას. მას მხარდაჭერა დაუდასტურა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

როგორც გახარიამ 28 ივნისს აღნიშნა, რომ ივნისის ღამეს თბილისში აქციის დაშლისას „ტრაგიკული მოვლენების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების დაზარალების მიუხედავად, ჩვენ ავარიდეთ ქვეყანა უდიდეს საფრთხეს. ჩვენ შევძელით და შევინარჩუნეთ სამოქალაქო წესრიგი. ეს არის პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ფუნქცია“.

XS
SM
MD
LG