Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულის გამოცდით დაიწყო


1 ივლისს დილიდან დაიწყო რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესიისათვის.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წინასაგამოცდოდ დაიწყო საინფორმაციო კამპანია #არდაიგვიანო, რომლითაც აბიტურიენტებს მოუწოდა იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები და არ დაიგვიანონ საგამოცდო ცენტრებში.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან. ამიტომ ცენტრი მიმართავს ყველას, ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას, თუ როდის და კონკრეტულად რომელ საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდნენ რეგისტრაციაზე.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 23 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.

ყველა ცენტრი აღიჭურვება გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით.

XS
SM
MD
LG