Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია იმართება


საპროტესტო აქცია იმართება შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან. აქციის მონაწილეები შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

„ვაპროტესტებთ გახარიას სისხლიან რეჟიმს... ივანიშვილი შოკში იქნება, რადგან ასეთი პროტესტი ამ ადგილას მისთვისაც წარმოუდგენელია... მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილს, რომ გაუშვას გახარია თანამდებობიდან“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

საპროტესტო აქციას ფეისბუკის საშუალებით ლაივრეჟიმში გადმოსცემდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი აქტივისტი ლაშა ადამია. მისი თქმით, ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკრებილ ადამიანებს ერთმანეთთან პარტიული კუთვნილება არ აკავშირებთ და სხვადასხვა ასაკის ადამიანები 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის სასტიკი დარბევის გაპროტესტებამ გააერთიანა.

ლაშა ადამიას ინფორმაციით, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მოშიმშილეებისთვის მესამე კარავი გაიშალა. გავრცელებული ცნობებით, შეკვეთილში ბათუმიდან ჩასულმა ახალგაზრდებმა შიმშილობა 25 ივნისს დაიწყეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG