არჩილ ბადრიაშვილი და გიორგი ტეფნაძე პირველი ქართველი მთამსვლელები არიან, ვინც ყარაყორუმის მთათა სისტემის მწვერვალი ნანგა პარბატი დალაშქრეს.
აი რას წერს საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ფეისბუქის გვერდი: „უმაგრესი ამბავი ქართული ექსპედიციიდან, რომელიც თვეზე მეტია მიმდინარეობს. წელს დიდი ოდენობით თოვლი მოვიდა, რამაც საგრძნობლად გაართულა და ხიფათი შესძინა მთაზე გადაადგილებას. ბიჭებს მოუწიათ დიდი და მძიმე დღეები, თოკების დაკიდება, ბილიკების თავიდან გაკვალვა და რაც ყველაზე დამღლელია, ლოდინი მანამ, სანამ ამინდი შესაძლებლობას მისცემდათ გზა გაერძელებინათ! მიუხედავად არსებული სირთულეებისა, მათ მოახერხეს მთაზე ასვლა!“
ყარაყორუმის მთათა სისტემის მწვერვალ ნანგა პარბატის სიმაღლე 8,126 მეტრია და გამოირჩევა თავისი ტექნიკურად რთული და თოვლიანი ფერდებით.