Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: წყალქვეშა აპარატი, რომელზეც ხანძარი გაჩნდა, ატომური იყო


რუსეთი, 2019 წლის 4 ივლისი: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კრემლში თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას
რუსეთი, 2019 წლის 4 ივლისი: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კრემლში თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გაამხილა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტიპის წყალქვეშა აპარატზე გაჩნდა ხანძარი 1 ივლისს, როცა გამოაცხადა, რომ საქმე ეხება ატომურ წყალქვეშა ნავს.

წინა დღეს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ავარიასთან დაკავშირებული ინფორმაცია საიდუმლოა და არ გავრცელდება.

როგორც პუტინმა თქვა, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მას პირობა მისცა, რომ უზრუნველყოფს რეაქტორის უსაფრთხოებას.

კრემლის ცნობით, რომელიც 4 ივლისს გავრცელდა, პუტინი შოიგუს შეხვდა იტალიაში გამგზავრებამდე.

„ბირთვული ენერგეტიკული დანადგარი მოცემულ აპარატზე სრულად არის იზოლირებული და ადამიანები იქ არ იმყოფებიან. (...) ეკიპაჟის მოქმედების შედეგად შესრულებულია ყველა ღონისძიება აპარატის დასაცავად“, უთხრა პუტინს შოიგუმ. მას იმედი აქვს, რომ "საკმაოდ მოკლე ვადებში" იქნება შესაძლებელი აპარატის გარემონტება.

შოიგუს არ უსაუბრია ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე.

ტრაგიკულ ინდიცენტს შეეწირა 14 მეზღვაური, მაღალი რანგის ოფიცრები. ინციდენტი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული 2000 წლის შემდეგ, როცა „კურსკი“ ჩაიძირა და დაიღუპა მასზე მყოფი 118 მეზღვაური.

XS
SM
MD
LG