Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა საბჭოთა პერიოდის დისიდენტი მალვა ლანდა


100 წლის ასაკში გარდაიცვალა საბჭოთა და რუსი უფლებადამცველი, მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის წევრი, მალვა ლანდა. ეს ცნობა გავრცელდა ლანდას შვილისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მალვა ლანდა განათლებით გეოლოგი იყო, 1976 წლიდან - მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის პირველი შემადგენლობის წევრი. მისი მომზადებულია ჯგუფის ბევრი დოკუმენტი.

1977 წელს დისიდენტ ალექსანდრ გინზბურგის დაპატიმრების შემდეგ, მალვა ლანდა ორ თანამოაზრესთან ერთად ჩაუდგა სათავეში პოლიტპატიმართა დახმარების ფონდს, რომელიც ალექსანდრ სოლჟენიცინის მიერ იყო შექმნილი.

ლანდა ორჯერ გაასამართლეს: ერთხელ საკუთარი სახლისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით, მეორედ - საბჭოთა სახელმწიფოებრიობისა და საზოგადოებრივი წყობის საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისათვის.

საბჭოთა პერიოდი ის ორჯერ იყო გადასახლებული - ციმბირსა და ყაზახეთში.

2010 წელს მალვა ლანდამ ხელი მოაწერა რუსი ოპოზიციონერების მიმართვას „პუტინი უნდა წავიდეს“.

ის არაერთხელ მონაწილეობდა რადიო თავისუფლების გადაცემებში.

XS
SM
MD
LG