Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის დაზვერვა დაინტერესდა რუსი მოქალაქით ყირიმში მისი ყოფნის გამო


რუსი ალექსანდრ ფრანჩეტი ჩეხეთის კონტრდაზვერვის არეალში მოხვდა იმის გამო, რომ ჩეხური ბინადრობის უფლების მქონე პირი, 2014 წელს აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში.

გამოცემა iROZHLAS.cz-ს თანახმად, რუსეთის მიერ ოპერაციის დაწყებამდე ფრანჩეტიმ ყირიმში შექმნა დაჯგუფება „ჩრდილოეთის ქარი“, რომელშიც 11 კაცი შედიოდა. ჯგუფი პასუხს აგებდა ელექტროგადამცემი ხაზების და გაზსადენის დაცვაზე, ასევე „ექსტრემისტული ჯგუფების“ გამოვლენაზე.

ამის თაობაზე ინფორმაცია ფრანჩეტიმ დაადასტურა ინტერვიუში, რომელიც იუტუბიზეა გამოქვეყნებული.

ჩეხ ჟურნალისტთან ინტერვიუში რუსეთის მოქალაქემ თქვა, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე წავიდა იქაური მცხოვრებლების დასაცავად „უკრაინელი ექსტრემისტებისაგან“. ფრანჩეტი ამტკიცებს, რომ არ დაურღვევია საერთაშორისო კანონმდებლობა.

ჩეხეთის მედიის თანახმად, ფრანჩეტი 2000 წლიდან მუდმივად ცხოვრობს პრაღაში და მწვრთნელად მუშაობს ერთ-ერთ „ფიტნეს კლუბში“.

ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ პირს შეიძლება ჩამოერთვას ბინადრობის უფლება, თუ ეს აუცილებელია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თუმცა, ფრანჩეტის თაობაზე უწყებაში კომენტარზე უარი თქვეს.

ცოტა ხნის წინ, ჩეხეთმა 17 მაისს სამწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა სამხედრო მოსამსახურეს ერიკ ეშტუს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ სცნო დონბასელი სეპარატისტების მხარეზე საომარ მოქმედებაში მონაწილეობისა და ტერორისტული ჯგუფის მხარდაჭერისათვის.

XS
SM
MD
LG