ჩეხეთმა 17 მაისს სამწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა სამხედრო მოსამსახურეს ერიკ ეშტუს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ სცნო დონბასელი სეპარატისტების მხარეზე საომარ მოქმედებაში მონაწილეობისა და ტერორისტული ჯგუფის მხარდაჭერისათვის. პირობითი სასჯელის გარდა გარდა, ჩეხეთის ქალაქ პარდუბიცის სასამართლომ კაპრალი რიგით ჯარისკაცამდე ჩამოაქვეითა და გარიცხა ჩეხეთის შეიარაღებული ძალების რიგებიდან.
35 წლის ეშტუთი გამოძიება მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მან თავის ახლობლებს გაუზიარა დონბასში გადაღებული ფოტოები, რომელზეც აღბეჭდილი იყო იარაღითა და სამხედრო ფორმით სეპარატისტების მხარეზე. ჩეხი კაპრალი სასამართლომ დამნაშავედ სცნო 2015 წლის აპრილ-მაისში იმ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან კავშირში, რომელიც ტერორისტული აქტების ჩასატარებლად ჩამოყალიბდა დონეცკის რეგიონში.
ჩეხი სამხედრო უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ცოლის ნათესავებთან იმყოფებოდა სტუმრად. სამხედრო ფორმა კი ადგილობრივ მაღაზიაში მხოლოდ იმიტომ შეიძინა, რომ სამხედრო ნივთებს აგროვებს.