მიხეილ გიორგაძის გადაწყვეტილება - დატოვოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა, მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა შეაფასა.
მისი თქმით, მიხეილ გიორგაძის გადაწყვეტილება პატივისცემას იმსახურებს, ხოლო კულტურის მიმართულებას რეფორმები და ახლებური მიდგომები ესაჭიროება.
"მიშა გიორგაძემ დატოვა პირველი მოადგილის პოსტი და პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას, ის რჩება ჩვენი გუნდის წევრად და დარწმუნებული ვარ, ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს კერძო სექტორში, წარმატებებს ვუსურვებ მას!
რაც შეეხება კულტურის მიმართულებას, მე ვფიქრობ, რომ საჭიროა რეფორმები, ახალი საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტები, დაინტერესებული მხარეების მეტი ჩართულობა, პრობლემების პროაქტიური გადაწყვეტა.
ეს ყველაფერი მოითხოვს ახლებურ მიდგომებს და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვების საპასუხოდ.